იაპონელი ტოპ-მოდელი, ემი სუზუკი, რომელიც იაპონიის საფეხბურთო ნაკრების თილისმადაა მიჩნეული, ხმაურიან სკანდალში გაეხვა და რომ არა მისი ესოდენი ცნობადობა და იაპონიაში დიდი პოპულარობა, დიდი შანსი იყო, რომ მშვენიერ თავს “ვირის აბანოშიც” კი ამოჰყოფდა.
ემი სუზუკი პარტნიორებდთან ერთად, ტოკოში მდებარე რამდენიმე ღამის ბარის მფლობელია და ამ ბარებს მისთვის ტკბილი შემოსავალიც მოჰქონდა. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამდე, სანამ ტოკიოს პოლიციამ სუზუკის ბარებში ნარკოტიკების გამსაღებლები არ აღმოაჩინა.
როგორც აღმოჩნდა, ნარკოდილერები ბარების მფლობელებთან იყვნენ შეკრულები და გაყიდული საქონელიდან გვარიან წილსაც უხდიდნენ. პოლიციამ ხელიხელსაგოგმანები ემი სუზუკი მალევე ამხილა დანაშაულში და მოდელს წინ ბევრი პრობლემა ელოდება, თუმცა ჯერჯერობით ციხეში მაინც არ ჩაუსვამთ. ცნობადობა როგორც ჩანს მაინც თავისას შვრება.







