ფეხბურთი

18:37 | 2.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “მილანის შეთავაზებას არ დავთანხმდი”  

როგორც Sky Sports-ი იუწყება, პსჟ-ს 33 წლის შემტევის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატება “მილანს” სურდა, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო. შვედის თქმით, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მილანის” ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.

“მილანს” ნამდვილად სურდა ჩემი შეძენა, თუმცა მე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა პსჟ-ში დარჩენა და აზრი არ შემიცვლია. პარიზში ყოფნით ბედნიერი ვარ” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, 2010-12 წლებში ზლატანი “მილანის” შემადგენლობაში თამაშობდა და პირველივე სეზონში სერია ა-ს გამარჯვებული გახდა.

ფეხბურთელი ამჟამად შვედეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება. ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე სკანდინავიელები 5 სექტემბერს მოსკოვში რუსების წინააღმდეგ ითამაშებენ, 8 სექტემბერს კი ავსტრიას უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111791