წარმოშობით ებრაელი ტოპ-მოდელი, ბარ რაფაელი, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ კატალონიის ‘ბარსელონაზეა” გულშევარდნილი და ამ კლუბის ერთგულებაც არაერთხელ დაუმტკიცებია. სულ ბოლოს კატალონიელებს ჰაი ჰაი, რომ დიდებული სეზონი ჰქონდათ, მაგრამ ბარ რაფაელი მიღწეულით არ კმაყოფილდება.
თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ებრაელი მოდელი ამბობს, რომ “ბარსელონა” მუდმივად უნდა პროგრესირებდეს და მას დიდი იმედი აქვს, რომ “ბროწეულები” მსოფლიოში უპირველესნი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან. ბარ რაფაელი ამბობს, რომ მიღწეულზე შეჩერება მხოლოდ ლუზერთა ხვედრია.
აი სწორედ “ბარსელონას” ასეთი ფანატიკური ერთგულება და სიყვარულია იმის მიზეზი, რომ კატალონიური გუნდის ხელმძღვანელებმა და ქომაგებმა ბარ რაფაელი კლუბის თილისმად ოფიციალურად შერაცხეს და სხვა მრავალ ცნობილ ლამაზმანს შორის სწორედ ეს ასული გამოარჩიეს. ისე კი, გამოსარჩევი ბარ რაფაელს მართლაც რომ ბევრი აქვს...







