ფეხბურთი

22:27 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მურთაზ ხურცილავა: “მე მაქვს ერთი პრეტენზია – არველაძე საუკეთესო ვარიანტია"

რევაზ არველაძის საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენისას ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა სიტყვით გამოვიდა.

“ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი არასდროს დაუჭერს მხარს ისეთ კანდიდატს, რომელიც ღირსი არ არის სფფ-ს პრეზიდენტობის. შოთა არველაძემ ჩემი სათქმელი თქვა, დღეს საქართველოში უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს – რეზი საუკეთესო ვარიანტია.

სხვა კანდიდატურების მიმართ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ პრეტენზია მაქვს ერთი – დღეს რევაზ არველაძე არის უკეთესი” – განაცხადა მურთაზ ხურცილავამ.

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო “რედისონში” რევაზ არველაძის საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენა მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117254