ფეხბურთი

12:50 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილმა “ქარშიაქაში” ანგარიში გახსნა (+VIDEO)

თურქულ “ქარშიაქაში” გადასვლის შემდეგ, ალექსანდრე ამისულაშვილმა პირველი გოლი გაიტანა. პირველი ლიგის მე-3 ტურში, “კარშიაქა” სახლში “სამსუნსფორს” დაუზავდა (2:2) და ქართველმა ფეხბურთელმა მე-16 წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, (VIDEO) რის შემდომაც, ანგარიში 2:0 გახდა. ამპლუით ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. კარშიაქელებს 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილი უკავიათ.

თურქეთის სუპერლიგაში “რიზესფორმა” გასვლაზე “ესკიშეჰირთან” ქულა აიღო – 1:1. შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თამაში კვლავ არ მოუწია. რიზელებს 5 ქულა აქვთ და 18 გუნდში მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურში, ლუგანსკის “ზორიამ” მოქმედ ჩემპიონ კიევის “დინამოს” უმასპინძლა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ. ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა შორის თამაშში 82-ე წუთიდან ჩაერთო. “ზორია” 11 ქულით 14 გუნდში მესამეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-5 ტურში, “ჟილ ვისენტემ” თავის მოედანზე “ფამალიკაოს” ვერ მოუგო – 1:1. შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. “ჟილ ვისენტე” 5 ქულით 24 გუნდში მეჩვიდმეტეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, “კუოპიონ პალასეურა” “ლაჰტის” ესტუმრა და 0:1 წააგო. თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ დამარცხებულებში ორი ტაიმი ითამაშა. “კუოპიონ პალოსეურა” 30 ქულით 12 გუნდში მერვეა.

კტპ-მ შინ “იაროს” 1:0 სლია და მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა მასპინძლებში 61-ე წუთიდან ითამაშა. კტპ 26 ქულით მეათეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, “ანორთოსისი” “ნეა სალამინას” ეწვია და 3:1 გაიმარჯვა. ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გამარჯვებულთა შორის მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ხოლო კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი ირაკლი მაისურაძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. “ანორთოსისი” 6 ქულით 14 გუნდში მესამეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, “საქსანმა” სტუმრად “დაჩიასთან” 1:2 წააგო. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა “საქსანში” შეუცვლელად იასპარეზა. მის მსგავსად თავდამსხმელი გიორგი სარჯველაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. “საქსანი” ერთი ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო პოზიციაზეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” შინაურ კედლებში “კალიუს” 1:0 აჯობა. შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა ტალინელებში მე-60 წუთიდან ითამაშა. “ფლორა” 60 ქულით 10 გუნდში მეორეა.

ლატვიის ვირშლიგის მე-20 ტურში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” სახლში “დაუგავპილსს” ვერ მოუგო – 0:0. უკრაინის მოქალაქე მცველ ლევან მახარაძეს მასპინძლებში არ უთამაშია. “სკონტო” 30 ქულით 8 გუნდში მეორეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, “თრაკაიმ” გასვლაზე “შიაულიაის” 4:2 აჯობა. მცველი ნიკა აფაქიძე გამარჯვებულთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა და არ უთამაშია. “თრაკაი” 56 ქულით 10 გუნდში მეორეა.

პოლონეთის პირველი ლიგის მე-6 ტურში, “ზავიშამ” “სანდეჩა” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. თავდამსხმელი გიორგი ალავერდაშვილი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო.

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში, გროზნოს “ტერეკმა” გასვლაზე “ურალთან” 3:3 ითამაშა. მცველი თედორე გრიგალაშვილი გროზნოელთა სათადარიგოებში მოხვდა, მაგრამ ახალ გუნდში მისი დებიუტი კვლავ გადაიდო. “ტერეკი” 6 ქულით 16 გუნდში მეთორმეტეა.

0.120357