ფეხბურთი

22:23 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები

ნორვეგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში “ოდმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “სტაბეკი,” რომლის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა გიორგი გოროზიამ და 58-ე წუთზე შეცვალეს. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 44 ქულით მეორე ადგილზეა.

შოთა არველაძისა და გიორგი დევდარიანის “ტრაბზონი” თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურში “გენჩლიქს” დაუზავდა (2:2). ტრაბზონში გამართულ შეხვედრაში მასპინძელთაგან ერდოგანმა და კარდოზომ გაიტანეს, მათმა თანაგუნდელმა ნ’დოიემ კი 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ამ მომენტისთვის 18 გუნდიან სუპერლიგას “ტრაბზონი” 7 ქულით ლიდერობს.

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში “მორდოვიამ” შინ 2:1 დაამარცხა “რუბინი”. მასპინძელთა შემადგენლობაში ნუკრი რევიშვილმა სრულად ითამაშა, მატჩის მიწურულს კი ყვითელი ბარათი მიიღო. “რუბინის” მწვრთნელმა სოლომონ კვირკველიას მთელი სათამაშო დრო დაუთმო. რუსეთის 16 გუნდიან პრემიერლიგაში “მორდოვია” 7 ქულით მე-10 ადგილზეა, “რუბინი” კი მე-16 პოზიციას იკავებს.

უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურში “ოლექსანდრია” შინ ოდესის “ჩერნომორეცს” ეთამაშა (0:0). მასპინძელთა შემადგენლობაში დავით თარგამაძის დებიუტი შედგა, მან 68-ე წუთიდან ითამაშა. ოდესელთა მაისურით დავით ხოჭოლავამ სრულად ითამაშა. უკრაინის პრემიერლიგის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ოლექსანდრია” 5 ქულით მე-11 ადგილზეა, “ჩერნომორეცი” კი 2 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112181