სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:38 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კომანი “ბაიერნში” გადავიდა

ტურინის “იუვენტუსის” 19 წლის ფრანგი შემტევი კინგსლი კომანი კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გაგარძელებს. ამის შესახებ ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. კომანი მიუნხენში იჯარით ითამაშებს, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ერთი წლის შემდეგ გერმანელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა 21 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

კომანი ტურინში 2014 წელს პსჟ-დან გადაბარგდა. მაშინ “იუვემ” ნიჭიერი ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო. კომანმა მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” მიერ ჩატარებულ ორივე მატჩი ითამაშა და ორივეჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.067775