ფეხბურთი

9:05 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" წარუმატებლობა გრძელდება

“გენგამმა” ლიგა 1-ის ახალ სეზონში გოლების და ქულების ანგარიში გახსნა. წარუმატებელი სამი ტურის შემდეგ გურვენეკის გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა, “მარსელი” კი ოთხი ტურის შემდეგ მესამედ დამარცხდა და თამამად შეიძლება გუნდის კრიზისზე საუბარი.

მატჩის დასაწყისში “მარსელის” საჯარიმოში ლასანა დიარამ გენგამელი ჯიმი ბრიანი წააქცია. დელერუმ თერთმეტმეტრინი დანიშნა, თუმცა პრივატის დარტყმა ბენეზეტმა მოიგერია.

პირველ ტაიმში მიშელის ფეხბურთელები ბურთის ფლობის უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მათ შეტევებს აკლდა სიმწვავე, “გენგამის” კონტრშეტევები კი შედარებით სწრაფი და ეფექტური იყო.

23-ე წუთზე “გენგამის” კუთხურს სენეგალელი მუსტაფა დიალოს თავური მოჰყვა. დიალომ ნ’კულუს აჯობა, თუმცა მანდანდას კარს ოდნავ ააცილა.

მიშელის ფეხბურთელთაგან ბელგიელი ბათშუაია აქტიურობდა. ჯერ იყო და მის აქტიურობას ალესანდრინის დარტყმა მოჰყვა, თუმცა ცაციამ ახლო მანძილიდან ააცილა, შემდეგ კი ბათშუაიამ თავად დაარტყა და ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

რაც შეეხება “გენგამს”, ჯიმი ბრიანის დარტყმა მანდანდამ ადვილად დაიჭირა. ასევე აქტიურობდა კოკო, მარცხენა ფლანგზე კარგად გაიქცა, მეტოქე მოატყუა, პასი საჯარიმოსკენ გააკეთა, რომელიც რიკოშეტის შემდეგ მანდანდას ხელებში აღმოჩნდა.

ჯიმი ბრიანი-პრივატის დუეტმა მეორე ტაიმში რამდენჯერმე იაქტიურა, 77-ე წუთზე კი ანგარი გაიხსნა. 3 მცველში მოქცეულმა ბრიანმა და პრივატმა გააზრებულად ითამაშეს. ბრიანი ორ მცველს გაცდა, შემდეგ კი საგოლე პასი შეასრულა. ამ ეპიზოდში ჯიმი ბრაინს შეეძლო კარისკენ დარტყმა, თუმცა პასი უკეთეს პოზიციაში მყოფ პრივატისკენ გააკეთა, მან კი ერთი შეხებით დაარტყა და გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ბრიანის აქტიურობის შემდეგ მანდანდა წინ გამოვიდა, ყურადღება მასზე გადაიტანა, კარი დატოვა, საგოლე პასის შემდეგ კი პოზიცია დაკარგული ჰქონდა, რაც პრივატმა გამოიყენა.

მატჩის მიწურულს “გენგამის” შეტევას ბენეზეტის დარტყმა მოჰყვა. მან მეტოქის საჯარიმოს გარედან ცაციათი მანდანდასგან მარცხენა კუთხეში დაარტყა, მეკარე გადახტა, თუმცა მოგერიება ვერ შეძლო.

გოლებს შორის ბათშუაიმ “მარსელის” ორი ფეხბურთელი მოატყუა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, დარტყმა ლოსლიმ მოიგერია. ალბათ “მარსელის” მხრიდან ეს იყო ყველაზე რეალური მომენტი.

გენგამი – მარსელი 2:0 (0:0)

გენგამი, “სტად დე რუდურუ”

გენგამი: ლოსლი, იაკობსენი, კერბრატი, სორბონი, ლემაიტრე, კოკო (დე პოვი 90+1), სანხარე, დიალო (მატისი 77), ბენეზეტი, პრივატი (დემბელე 77), ბრიანი

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

მარსელი: მანდანდა, მანკილო, ნ’კულუ, რეკიკი, მენდი, დიარა (სპარანა 82), ბარადა (ოკამპოსი 64), ლემინა, ალესანდრინი, ბათშუ, კაბელა (სარი 77)

მთავარი მწვრთნელი: მიშელი

გოლები: 1:0 პრივატი (ბრიანის პასი 72), 2:0 ბენეზეტი (მატისის პასი 89)

მთავარი მსაჯი: ამორი დელერუ

გაფრთხილება: დიარა (2), მენდი (15), ლემაიტრე (16), ალესანდრინი (61), ნ’კულუ (63), სპარანა (83)

მე-3 წუთზე პრივატმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მაკარე).

ტრუა   1 - 1    მარსელი

შემადგენლობა

მოვლენები

რენი   1 - 2    ბასტია

შემადგენლობა

მოვლენები

ანჟერი   2 - 3    ტულუზა

შემადგენლობა

მოვლენები

პსჟ   4 - 0    ნანტი

შემადგენლობა

მოვლენები

რეიმსი   4 - 1    ლიონი

შემადგენლობა

მოვლენები

გენგამი   2 - 3    ნიცა

შემადგენლობა

მოვლენები

ლორიანი   1 - 0    გაზელეკი

შემადგენლობა

მოვლენები

მონაკო   2 - 0    მონპელიე

შემადგენლობა

მოვლენები

კაენი   1 - 0    ბორდო

შემადგენლობა

მოვლენები

სტ. ეტიენი   0 - 1    ლილი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.224292