ფეხბურთი

19:50 | 28.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუბრიკა - "მატჩის წინ"

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ხვალ მესამე ტურში დედაქალაქურ დერბიში საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს "დინამო" თბილისს დაუპირისპირდება და წარმატებული სტარტის გაგრძელებას ეცდება. ქალაქური გუნდების შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენაზე", ნაცვლად 20:00-სა, 18:00 საათზე დაიწყება.

მოახლოებული მატჩის წინ, გუნდში საბრძოლო განწყობაა და თუ არ ჩავთვლით ლაშა თოთაძეს, რომელიც "დინამოს" საკუთრებაა, იჯარით ჩვენს კლუბში თამაშობს და არა აქვს უფლება ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.
ჩემპიონატის სტარტი ორივე გუნდს წარმატებული გამოუვიდა - "საბურთალომ" სტუმრად "ცხინვალს" მოუგო, შემდეგ საკუთარ კედლებში მინიმალური სხვაობით "ჩიხურას". რაც შეეხება "დინამოს" - გია გეგუჩაძის შეგირდები საწყის ორ ტურში გასული სეზონის პირველი ლიგის ბინადრებს, "საპოვნელასა" და "ლოკომოტივს" შეხვდნენ. პირველ მათგანს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს, მეორესთან კი 4:1 იმარჯვეს.
ერთი საინტერესო დეტალიც: ხვალ, ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან მწვრთნელები, რომლებიც წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ერთად მუშაობდნენ და საკმაოდ წარმატებითაც.
დედაქალაქური დერბის პირდაპირ ტრანსილაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი შემოგვთავაზებს.

28 აგვისტო. "დინამო-არენა". 18:00
დინამო - საბურთალო
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. კოკაია
გუნდების მიერ ბოლო მატჩების შედეგები:
დინამო: ლოკომოტივი 4:1, საპოვნელა 4:0
საბურთალო: ჩიხურა 1:0, ცხინვალი 2:1

მესამე ტური:
30 აგვისტო
დინამო (ბთ) - კოლხეთი (ფ)
ტორპედო - დილა
ცხინვალი - ზუგდიდი
ჩიხურა - მერანი
სამტრედია - ლოკომოტივი
გურია - საპოვნელა
სიონი - შუქურა

დინამო თბ 2 2 0 0 8 1 7 6
სამტრედია 2 2 0 0 5 2 3 6
საბურთალო 2 2 0 0 3 1 2 6
დინამო ბთ 2 1 1 0 6 1 5 4
ტორპედო 2 1 1 0 5 1 4 4
დილა 2 1 1 0 3 1 2 4
სიონი 2 1 1 0 2 1 1 4
ცხინვალი 2 1 0 1 4 4 0 3
ჩიხურა 2 1 0 1 1 1 0 3
შუქურა 2 1 0 1 2 3 -1 3
გურია 2 0 1 1 2 3 -1 1
ზუგდიდი 2 0 1 1 1 6 -5 1
კოლხეთი ფ 2 0 0 2 0 3 -3 0
ლოკომოტივი 2 0 0 2 1 5 -4 0
მერანი 2 0 0 2 2 7 -5 0
საპოვნელა 2 0 0 2 2 7 -5 0

www.fcsaburtalo.ge

0.125332