ფეხბურთი

21:33 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფაში გოლებიც გამოარჩიეს (+VIDEO)

უეფამ გასული სეზონი მთლიანად შეაჯამა. მათ შორის, საუკეთესო გოლებიც გამოარჩია. გამოკითხვაში ჯამში 199 190 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ ხმათა 39% წილად ლიონელ მესის მიერ მიუნხენის “ბაიერნის” კარში გატანილ გოლს ხვდა.

მეორე ადგილზე ხმათა 24%-ით კრიშტიანუ რონალდუს “ლივერპულის” კარში გატანალი გოლი გავიდა, ხოლო საუკეთესო სამეული აარონ რემზის სტამბულის “გალათასარაისთან” გატანილმა შორეულმა გოლმა დაასრულა. უელსელის გოლმა ხმების 9% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ ნომინირებული 10 გოლი გახლდათ, რომელთა ნახვა მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.

https://www.youtube.com/watch?v=yOlFuwt-_rQ

Loading...
სტატისტიკა
0.266047