ფეხბურთი

15:31 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეშამის რჩეულნი

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელ საფრანეგთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სექტემბრის თვეში გასამართი ამახანაგური მატჩებისთვის “სამფეროვანთა” შემადგენლობა დაასახელა.

დიდიე დეშამმა არჩევანი 23 ფეხბურთელზე შეაჩერა, მათ შორისაა “მონაკოს” იმედისმომცემი თავდამსხმელი ანტონი მარტიალი.

მეკარეები: უგო ლორისი (“ტოტენჰემი”), სტივ მანდანდა (“მარსელი”), სტეფან რუფიე (“სენტ ეტიენი”)

მცველები: რაფაელ ვარანი (“რეალი”), მატიე დებუში (“არსენალი”), პატრის ევრა (“იუვენტუსი”), ლორან კოშელნი (“არსენალი”), ელიაკემ მანგალა (“სიტი”), ბაკარი სანია (“სიტი”), ბენუა ტრემოლინასი (“სევილია”), კურტ ზუმა (“ჩელსი”)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე (“კრისტალ პალასი”), ჟეფრი კონდოგბია (“ინტერი”), ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), მორგან შნეიდერლინი (“მანჩესტერი”), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”)

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (“რეალი), ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ანტონი მარტიალი (“მონაკო”), მატიე ვალბუენა (“ლიონი”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”)

ფრანგები 4 სექტემბერს ამხანაგურად პორტუგალიას ლისაბონში გაეჯიბრებიან, ხოლო სამი დღის შემდეგ ბორდოში სერბეთს უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108685