ძიუდო

12:34 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ტატამს ჭრიკიშვილი შემორჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ასევე 81 კილოგრამში მოჭიდავე უშანგი მარგიანისთვის კი შეჯიბრება მეთექვსმეტედფინალში დასრულდა.

ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილმა ჭრიკიშვილმა ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტისა და ყაზახი აზიზ კალკამანულის ძლევის შემდეგ, უნგრელ ლასლო სზოკნიაი მეოთხე წუთის ბოლოს ვაზარიზე დააგდო და გდება შებოჭვით დააგვირგვინა. მეოთხედფინალში კი მსოფლიო რეიტინგის ქართველი ლიდერის მეტოქე გერმანელი სვენ მარეხი იქნება.

უშანგი მარგიანი ჩემპიონატს უზბეკ იახიო იმამოვთან სუფთად წაგების შემდეგ გამოეთიშა. ამ შეხვედრამდე კი საქართველოს ნაკრების წევრმა პოლონელი ლუკაშ ბლახი ჩამოიშორა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088568