ფეხბურთი

12:13 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადვოკაატი დე გუზმანითა და ტოივონენით დაინტერესდა

როგორც Northern echo იუწყება, “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი დაინტერესებულია “ნაპოლის” ფეხბურთელ ჯონათან დე გუზმანითა და “რენის” ფორვარდ ოლა ტოივონენით.

ჯონათან დე გუზმანს ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი 2012-14 წლებში “სუონსის” შემადგენლობაში რეგულარულად გამოდიოდა.

რაც შეეხება ოლა ტოივონენს, შვედეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პსვ-სთვის წლების მანძილზე თამაშობდა და ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დიკ ადვოკაატმა კარგად იცის მისი შესაძლებლობები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137479