თამაშგარე

10:39 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინის გიჟი აპრილი

ამ ამბის ტკბილად მოსაყოლად, რომეოსა და ჯიულიეტას უკვდავი საგა რა თქმა უნდა არ გამოგვადგება, რადგან რომეოსა და ჯულიეტას ერთმანეთი თანაზომიერად უყვარდათ და ადგილი სულაც არ ჰქონია ცალმხრივ გიჟურ ტრფობას, მაგალითად ისეთს, როგორც ბრიტანელ მოდელ აპრილ სამერსს, იტალიელი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი უყვარს.

23 წლის მშვენიერი ინგლისელი მოდელი ისე ძალიანაა გულშევარდნილი ცოლსგაშორებულ და მექალთანე რობერტო მანჩინიზე, რომ მან ეს კაცი მას შემდეგაც კი ვერ დაივიწყა, რაც ღობერტო ბრიტანეთიდან თავისი საქმის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნდა და სათავეში მილანის “ინტერნაციონალეს” ჩაუდგა.

აპრილი ახლა თურმა ცდილობს, რომ თავადაც იტალიაში გააგრძელოს სამოდელო საქმანობა და საამისოდ არც სხვათა კრიტიკას გაურბის და არც ქილიკისა ეშინია. რობერტო მანჩინიმ რამდენჯერმე კი თქვა, მაგ გოგოსთან რომანი სულ ცოტა ხანი მქონდა და ვერ გამიგია ასე რამ გადარია ჩემზეო, მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ ჩემო რობერტო? სიყვარულსა და ბრიტანელ ქალებს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078928