ფეხბურთი

13:46 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერარდი თვენახევარს გამოტოვებს

იტალიის სერია A-ს ბინადარ “სასუოლოს” ლიდერი დომენიკო ბერარდი ტრავმირებულია. 21 წლის შემტევი მოედანზე გასვლას მოდევნო 45 დღის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამის შესახებ “ნეროვერდის” ვებგვერდი იუწყება.

ბერარდიმ დაზიანება სერია A-ს პირველ ტურში “ნაპოლისთან” (2:1) მოგებულ მატჩში მიიღო. ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლო გადაცემაც შეასრულა.

ბერარდის აქამდე იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 63 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი და 17 საგოლე გადაცემა შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114009