ნამეტნავად გადარეული ვინმეა ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” გოლკიპერი ტიბო კურტუა, რომელსაც ქალები ვითარცა თაფლს ბუზები – ახვევია და მიუხედავად იმისა, რომ გოლკიპერი გარეგნობით უწყინარ კაცსა ჰგავს, მისი ქალთმოყვარეობა უკვე საქვეყნოდ ცნობილი ამბავი გახლავთ.
გარდა ქალთმოყვარეობისა, ტიბო კურტუას თურმე აფერისტობა და ქალების მოტყუებაც ნამეტნავად ჰყვარებია და როგორც ჭეშმარიტ მსუნაგ მაჩოს შეეფერება, უკვე დავთრები აქვს არეული, ვის როდის აუხსნა სიყვარული და ვისთან მხოლოდ მწყაზარ და “საქმიან” სექსზე შეთანხმდა.
ცოტა ხნის წინ, ბელგიელმა მოდელმა, “მის ბელგიის” წოდების მფლობელმა, ემილი ვანჰოუტმა განაცხადა, რომ ტიბო კურტუა მისი ოფიციალოური სატრფო იყო და მათი ტრფობა აღარავისთვის იყო დასამალი, თუმცა, ემილის განცხადებას მერე სხვა ქალების განცხადებებიც მოჰყვა და გაირკვა, რომ კურტუას სხვა ქალებისთვისაც იგივე სიტყვები უთქვამს. ახლა მოდი და გაიგე ამ გადარეული მექალთანე ჯეელის ფიქრები და ავან-ჩავანი...







