ფეხბურთი

22:02 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მეშვიდე თუ “დილას” პირველი?..

თბილისის “დინამო” და გორის “დილა” საქართველოს 2015 წლის სუპერთასის მფლობელის ვინაობას 25 აგვისტოს “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაარკვევენ. დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელი სუპერთასის მოგებას მეშვიდედ შეეცდება, ამასთან ტიტულის შენარჩუნებას. “დილას” კი სუპერთასი აქამდე არასდროს მოუგია. ამის გაკეთების შანსი შიდაქართლელებს 2012 წელს ჰქონდათ, როცა “ზესტაფონთან” პენალტების სერიაში წააგეს (ძირითადი დრო – 2:2). “დინამო” კი სუპერთასზე ზედიზედ მესამე სეზონია რაც თამაშობს – 2013 წელს თბილისელებმა საჩხერის “ჩიხურასთან” წააგეს, ხოლო შარშან იმავე გუნდთან რევანში აიღეს. ორივე ჯერზე ანგარიში უცვლელი გახლდათ – 1:0.

ყველაზე დიდი ანგარიშითაც სუპერთასის მატჩი “დინამოს” აქვს მოგებული. 1996 წელს, როცა ეს ტიტული პირველად გათამაშდა, დედაქალაქურმა გუნდმა ბათუმის “დინამოს” 4 უპასუხო გოლი გაუტანა. აქამდე გამართული ყველა შეხვედრიდან კი დამატებითი დროის დანიშვნა ორჯერ გახდა საჭირო; პირველად 2009 წელს, “ვიტ ჯორჯიამ” იმავე “დინამოს” დამატებით 30 წუთეულში მოუგო (2:1), ხოლო მეორე შემთხვევაზე კი ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

რაც შეეხება ამ მატჩს – გია გეგუჩაძის გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. ყოველ შემთხვევაში დინამოელებმა ჩემპიონატის სტარტზე ორივე მატჩი მოიგეს, თანაც დიდი ანგარიშით. “დილას” კი ამდენივე მატჩში ოთხი ქულა აქვს. ბოლო ტურში თბილისურმა გუნდმა თანაქალაქელ “ლოკომოტივს” 4:1 აჯობა, ხოლო გორელები შინ ბათუმის “დინამოს” დაუზავდნენ და ალბათ, უფრო მეტი ენერგია დახარჯეს. ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმაც ისაუბრა.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს – “დილას” ტრავმების გამო დავით კვირკველია და გიორგი ილურიძე დააკლდება. წინასწარი ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები მომდევნო ორი კვირა იუქმებენ. “დინამოს” ლაზარეთში კი უკვე კარგა ხანია არიან ნიკა ჭანტურია, საბა ლობჟანიძე და ლიბორ ჰრდლიჩკა. რაც შეეხება ახალწვეულ გიორგი რეხვიაშვილს, მას თამაში დაახლოებით თვეში შეეძლება. სამაგიეროდ ძირითად შემადგენლობას უბრუნდება მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელიც მცირე ტრავმის გამო “ლოკომოტივთან” შეხვედრაში 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა.

მატჩი “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

თამაშამდე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების წინაშე ისაუბრეს:

უჩა სოსიაშვილი: (“დილას” მთავარი მწვრთნელი): “დილა” ამ მატჩისთვის კარგად მოემზადა. ბოლო ტურში ჩვენ გაცილებით რთული თამაში გვქონდა, ვიდრე “დინამოს” და ვფიქრობ, მათზე მეტი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა სუპერთასის მოგება ჩვენი მიზანია. ჩემი აზრით, ჩემპიონობის მთავარი მაძიებლებიც სწორედ “დილა” და “დინამო” იქნებიან. ბევრი ფეხბურთელი გავუშვით, მაგრამ შევსებაც მივიღეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოში ჩემს გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, დამატება ურიგო არ იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია”.

გია გეგუჩაძე (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ბუნებრივია, საუკეთესო ფორმაში ვერცერთი გუნდი ვერაა. სუპერთასზე ჩემპიონთან თამაში ახლა მოგვიწია და დარწმუნებული ვარ, კარგი თამაში გამოვა, რომელიც უშეღავათო ბრძოლაში ჩაივლის, რადგან ტიტულის მოგება ორივე გუნდს უნდა. შევეცდებით ის თამაში ვითამაშოთ, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს და მაყურებელსაც სიამოვნებას მიანიჭებს”.

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.258918