თამაშგარე

11:05 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ექსპერტი” ბელენ როდრიგესი

არგენტინელი მოდელი, ბელენ როდრიგესი, თავის დროზე არაერთი თანამემამულე სპორტსმენის საწოლშია ნაბუღრავები და ეს ფაქტია სწორედ იმის მიზეზი, რომ არგენტინის სპორტული მედია თავს ვალდებულად თვლის პერიოდულად ბელენს ისეთი რამეებიც კი კითხოს, რაც წესით ამ ყაიდის ქალმა არ უნდა იცოდეს.

ამასწინათ, ერთ-ერთ ტელეშოუში ბელენ როდრიგესმა არგენტინული ფესბურთის წარსულსა და აწმყოზე ისაუბრა. მოდელის თქმით, “ვერცხლისქვეყანა” ის ალაგია, სადაც სპორტსმენების და განსაკუთრებით ფეხბურთელების ნიჭიერი თაობები არასოდეს დაილევა, მაგრამ ხშირად ამ ნიჭს სამწუხაროდ გზა და კვალი აბნეული აქვს ხოლმე.

როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთისა არ იყოს, არგენტინულ სპორტსაც უამრავი მკითხავ-მჩხიბავი და ფსევდოექსპერტი ახვევია თავზე. ეს ის ხალხია, რომლებმაც თითქოს ყველაფერი იციან, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, აქედან ხეირი მაინც არაფერია. არადა ბელენ როდრიგესისგან რომ ხეირის მიღება შეიძლება – რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი...

0.132205