ბრიტანულ “ვესტ ჰემში” მოთამაშე არგენტინელი შემტევის, მაურო სარატეს მოდელი ცოლი, ნატალი ვებერი ამჟამად ორსულადაა და “ვერცხლისქვეყნელი” ფეხბურთელისგან მეორე შვილს ელოდება, რომლის სქესს ეს უცნაური ცოლ-ქმარი ისე ასაიდუმლოებს, თითქოს ამაზე იყოს მსოფლიოს ბედი დამოკიდებული.
ნატალი ვებერი მიუხედავად რთული ორსულობისა, თვის მოვლას მაინც ახერხებს და თავისი მრგვალი მუცლით ხანდახან ვარჯიშობს კიდეც, რაც მაურო სარატეს ძალიან მოსწონს, რადგან როგორც ირკვევა, პირველი შვილის გაჩენა ნატალის ნამეტანი გასჭირვებია და მისი აღმატებულება სპორტი სწორდ ამიტომ ჩაერია საქმეში.
სხვათა შორის, სანამ მაურო სარატეს გაიცნობდა, რამდენიმე წლის წინ, ნატალი ვებერი უკვე იყო გათხოვილი მავან ნარკომან მუსიკალურ პროდიუსერზე, მაგრამ მათი ურთიერთობა ძალიან სწრაფად დასრულდა. აბა რა? სად ნარკომანი პროდიუსერი და სად კუნთმაგარი ლათინოსი ფორვარდი...







