კალათბურთი

19:50 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

ევრობასკეტ2015-ის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლო 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა: სერხიო ლული, სერხიო როდრიგესი, ფელიპე რეიესი, რუდი ფერნანდესი, გილერმო ერნანგომესი (ხუთივე “რეალი”), პაუ რიბასი (“ბარსელონა”), გილერმო ვივესი, ფერნანდო სან-ემეტერიო (“ვალენსია”), ვიქტორ კლავერი (“ლაბორალ კუჩა”), პაბლო აგილარი (“გრან კანარია”), პო გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი (ორივე “ჩიკაგო)

ევრობასკეტ2015 5 სექტემბერს დაიწყება და 20 რიცხვში კონტინენტის ახალი ჩემპიონის ვინაობას შევიტყობთ. ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები B ჯგუფში, ბერლინში იასპარეზებს, სადაც ისლანდიის, გერმანიის, სერბეთის, იტალიის და თურქეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.119654