“ვიქტორია სიქრიტის” სამოდელო სააგენტო რომ მსოფლიოს ულამაზეს ასულთა საოცნებო ალაგია და ჭეშმარიტი სინარნარის სამჭედლო - ეს ცნობილი ამბავია და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააგენტოს ფუნდამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებშია ჩაყრილი, რომელი ქვეყნიდან არ ნახავთ იმ მოფუსფუსე ასულებს.
ამჯერად, წარმოშობით დანიელ ლამაზმანს, ყოფილ ფრენბურთელს, ჟოზეფინა სკრივერს წარმოგიდგენთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია და სხვადასხვა ცნობილი ბრენდის პრეზენტაციაზე მისი მიწვევაც კი უკვე გარკვეული საფასურის გადახდასთანაა დაკავშირებული.
ჟოზეფინა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ტოპ-მოდელთა კოჰორტაშია ჩაწერილი და შესაბამისად, ვერავინ აიძულებს გაუთხოვრობის აღთქმის დაცვას, იგი მაინც იცავს მოდელთა დაწერილ თუ დაუწერელ წესს და სამოდელო კარიერის დასრულებამდე გათხოვებას არ აპირებს. აშკარაა, რომ მის მრავალრიცხოვან ფანებს, ჟოზეფინას კარიერის დასრულებამდე მოუწევთ ლოდინი.







