ფეხბურთი

12:29 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ასენსიო გაანათხოვრა

“ესპანიოლის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი და მადრიდის “რეალის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი მარკო ასენსიო ბარსელონურ გუნდში 2015/16 წლების სეზონს იჯარის წესით გაატარებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი “სამეფო გუნდმა” “მალიორკადან” 2015 წლის პირველ ივლისს დაიმატა და უმალვე სხვა გუნდში გაანათხოვრა. ასენსიომ გასული სეზონში კუნძულელთა რიგებში 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145271