ფეხბურთი

13:34 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოტამენდი “ქალაქელია”

ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” ესპანური “ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ნიკოლას ოტამენდის სატრანსფერო საგას ბოლო მოუღო. არგენტინელი ფეხბურთელი ამიერიდან სწორედ “ქალაქელთა” რიგებში ითამაშებს. მისი ტრანსფერი “სიტის” 28.5 გირვანქა დაუჯდა და 27 წლის მცველი ინგლისში 30 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

“მანჩესტერ სიტი” აცხადებს, რომ ნიკოლას ოტამენდიმ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას ვიცნობთ, კონტინენტზე ერთ-ერთ საუკეთესო მცველად”, - წერია “სიტის" ვებგვერდზე.

თავის მხრივ, ოტამენდის ტრანსფერზე კომენტარი მანჩესტერელთა ჩილელმა დამრიგებელმა მანულ პელეგრინიმაც გააკეთა:

“ჩვენთან მოვიდა ლა ლიგის ბოლო სეზონის ალბათ, საუკეთესო მცველი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი ჩემს გუნდში იქნება. მას პრემიერლიგაშიც შეუძლია თავისი შესაძლებლობების ჩვენება”, - თქვა პალეგრინიმ.

ოტამენდი “ვალენსიაში” 2014 ლიდან მოყოლებული თამაშობდა და გასულ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 6 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლასი თავდაპირველად მეორე მანჩესტერელ კლუბ “იუნაიტედში” გადასვლას ლამობდა.

0.116064