თქვენს წინ ფოტოებზე საწმერთულისამარა მდგომი ფერხორციანი დიაცი, კანადელი მოდელი სანი ლეონეა, რომელიც ერთ დროს ჰოკეის ყვანჯსაც დაშხოშიანად იქნევდა და ჰოკეისტ ქალთა მარაქაშიც იყო გარეული, თუმცა ამჟამად მისი სპორტული წლები უკანაა მორჩენილი და ყვანჯი მოდელის კარიერაზე გაცვალა.
როგორც რეალობა ცხადყოფს, კანადის უკიდეგანო მიწაზე, სანი ლეონე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასული ყოფილა და მისი მოტრფიალენი კიდით-კიდემდე იზრდება. სანი ლეონეს უთამამესი ფოტოები კი ვითარცა ვერაგი ვირუსი - ისეა მოდებული ინტერნეტში და კაცს რა გულმა უნდა გაუძლოს, მათ თვალი რომ არ შეავლოს.
მიუხედავად იმისა, რომ სანი 30 წელს კარგა ხანია გადასცდა, ასაკს არასოდეს უსვამს ხაზს და ვინც უხსენებს კაი ბარაქიანი ალიყური არ ასცდება. სამოდელო საქმე სანი ლეონეს მართლაც რომ ფანატიკურად უყვარს და სადაც დიდი სიყვარულია, იქ წლები და ასაკის თანმდევი დარდი უძლურია!







