ფეხბურთი

18:20 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგას ინლერიც შეუერთდა

შვეიცარიის ნაკრებისა და აწ უკვე იტალიური “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი გოქან ინლერი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ლესტერ სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ალბიონური გუნდის ვებგვერდი იუწყება. შვეიცარიელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება დღეს დილით წარმატებით გაიარა.

31 წლის “ინლერი” “ნაპოლის” 4 წლის წინ “უდინეზედან” შეუერთდა, ხოლო მანამდე კი “ციურიხში” ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112022