მას შემდეგ, რაც ირინა შეიკი კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა, რუს-თათარმა მოდელმა საჯაროდ განაცხადა, რომ პორტუგალიელ ფეხბურეთელთან დაშორებამ მას ფეხბურთისადმი ინტერესი მთლიანად დააკარგვინა და ამიერიდან, საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნაზე მისი ნახვით ვეღარ დატკბებიან გულშემატკივრები.
როგორც ჩანს, ირინას მართლაც ნამეტნავად აქვს ფეხბურთზე აცრუებული გული და ამას ისიც ადასტურებს, რომ შეიკი ინტერვიუებზე უარს ცნობილ ევროპულ საფეხბურთო გამოცემებს ერთმანეთის მიყოლებთ ეუბნება. ირინას არგუმენტი ამ უარზე ისაა, რომ უბრალოდ არ სურს საფეხბურთო მარაქაში კიდევ ერთხელ გარევა.
ჭეშმარიტად რთული სათქმელია რა გველ-წიწილი შევუწვით ფეხბურთის მოყვარე ხალხმა შეიკს, რომ სათოფეზეც აღარ გვეკარება. მაშინ კარგი ხალხი ვიყავით, რონალდუსთან ერთად სტადიონებზე როცა დაბრძანდებოდა და ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდა? სულ ეგა ხარ ირინა? აფსუს...







