ფეხბურთი

2:04 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაჭკაჭიშვილი "ცხინვალისგან" საბუთს ელოდება

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “ცხინვალის” მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი კარიერას სომხურ “ულისში” გააგრძელებს. როგორც worldsport.ge-ს თავად ფეხბურთელმა განუცხადა, იგი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სეზონის ბოლომდე დარჩება. ფეხბურთელის თქმით, ქართული გუნდისგან გათავისუფლების ოფიციალურ საბუთს ელოდება, რის შემდგომაც “ულისში” თამაშიც შეეძლება.

25 წლის ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის პირველ ტურში კახი კაჭარავას გუნდის განაცხადში არ იმყოფებოდა. გიორგი კაჭკაჭიშვილი “ცხინვალში” 2014 წელს, “მაჭახელადან” გადავიდა და გასულ სეზონში 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე იგი “ზესტაფონისა” და ბათუმის “დინამოს” რიგებშიც ირჯებოდა.

თეგები\"ცხინვალი\"
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120393