ჭადრაკი

12:41 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატისთვის ბაკურიანში მოემზადებიან

25 აგვისტოდან საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები შეკრებაზე დაბა ბაკურიანში გაემგზავრება. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულებს სასტუმრო “ვილა მთაში” უმასპინძლებს.

ჩვენი ჩემპიონები საწვრთნელ შეკრებაზე ევროპის გუნდური ჩემპიონატისათვის (12-22 ნოემბერი, რეიკიავიკი, ისლანდია) მოემზადებიან.

ქალთა გუნდის შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია.

მთავარი მწვრთნელი: ელიზბარ უბილავა; მწვრთნელ-კონსულტანტი: დავით ჯოჯუა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116773