ფეხბურთი

15:02 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჩიბერაძე “ბეტისს” მიუახლოვდა

“ფუტბოლ 24”-ის ინფორმაციით, დონეცკის “შახტარის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას “ბეტისში” გააგრძელებს. სევილიური გუნდი ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გააცხადებს.

უკრაინულ გუნდთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ვრცელდებოდა ცნობა, რომ ბექა “რეალ სოსიედადში” ითამაშებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ჯერჯერობით უკრაინის სახელით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ცნობებს მხოლოდ უკრაინული პრესა ავრცელებს. ესპანური მედია პრიმერადივიზიონის ახაწვეულის “ბეტისის” და ვაჩიბერაძის აგენტის ანდრეი გოლოვაშის მოლაპარაკების შესახებ არაფერს წერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106207