ფეხბურთი

20:51 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" დამაჯერებლად დაიწყო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ბოლოსწინა მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ადვილად დაამარცხა.

გიორგი დარასელიას შეგირდებმა სტუმართა რბევა შეხვედრის დაწყებიდან მალევე დაიწყეს. მატჩის დასაწყისშივე გამოცდილმა დავით ოდიკაძემ ზუსტი თერთმეტმეტრიანით "ტორპედო" დააწინაურა. ქუთათურებმა სხვაობის გაზრდა მეორე ტაიმის შუაწელს მოახერხეს, როცა ორწუთიან ინტერვალში მეგრელებს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ ირაკლი კლიმიაშვილმა, ხოლო შემდგომ ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ გამოიჩინეს. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე ახალგაზრდა თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა.

27-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნითი მატჩი ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს, სადაც "დინამო" თერჯოლის "საპოვნელას" მასპინძლობს.

"ტორპედო" - "მერანი" 4:0

გოლები: 1:0 ოდიკაძე (4, პენ), 2:0 კლიმიაშვილი (69), 3:0 კვერნაძე (70), კაპანაძე (88)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083219