ფეხბურთი

16:53 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისიდან ბილბაოში

სამშაბათს თბილისში მოპოვებული ევროპის სუპერთასის შემდგომ, “ბარსელონა” კიდევ ერთი ჯილდოს, ამჯერად ესპანეთის სუპერთასის მოპოვებაც ეცდება. დღეს, ჩვენი დროით შუაღამეს კატალონიელები სუპერთასის პირველ რაუნდში გასვლაზე “ბილბაოს” დაუპირისპირდებიან.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ბილბაომ” ენიკო ბოვედა, ხავიერ ერასო და გორკა ელუსტონდო დაიმატა, ხოლო ანდონი ირაოლას, გილერმო ფერნანდესს, იონ აუტენეჩეს, უნაი ბუსტინზასა და გაისკა ტოკეროს შეელია.

ბასკებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ინტერი” მარტივად დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ “სან მამესზე” მოგებულ შეხვედრაში “ინტერს” ორივე გოლი ახალწვეულმა ხავიერ ერასომ გაუტანა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ტრავმების გამო იკერ მუნიაინს, ინიაკი უილიამსსა და რამალიოს მოისაკლისებს.

თბილისურ სუპერთასზე უკვე ძალიან ბევრი დაიწერა და მის განხილვას აღარ შევუდგებით. აღნიშნული მატჩის შემდეგ, კატალონიელებს ესპანეთში დასაბრუნებლად შორეული ფრენა მოუწიათ და დასასვენებლად ორი დღე ჰქონდათ, რამაც შესაძლოა “ბლაუგრანას” დღევანდელ თამაშს დაღი დაასვას, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ რთული და დამქანცველი გამოდგა “სევილიასთან” მოგებული დაპირისპირდება.

“ბარსელონას” ლაზარეთში კვლავ ნეიმარი და ხორდი ალბა რჩებიან.

ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა “ნოუ კამპზე” 17 აგვისტოს შედგება.

უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები:

30.05.15 ბილბაო – ბარსელონა 1:3 (ესპანეთის თასი)
09.02.15 ბილბაო – ბარსელონა 2:5
13.09.14 ბარსელონა – ბილბაო 2:0
20.04.14 ბარსელონა – ბილბაო 2:1
02.12.13 ბილბაო – ბარსელონა 1:0

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, იტურასპე, მ.რიკო, ერასო, სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, მატიე, ალვეში, ადრიანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, პედრო, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი:ხოსე ლუის გონსალესი

სტატისტიკა
0.2671