ფეხბურთი

14:01 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი დე ხეას ვეღარ ცნობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა პრემიერლიგის მეორე ტურში "ასტონ ვილასთან" გასამართი შეხვედრის სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ლუის ვან გაალმა აუწყა.

ჩვენ ვაკვირდებით ვარჯიშებს და დავიდი არ არის კარგ ფორმაში. ეს არაა ის დე ხეა, რომელიც გასულ სეზონში იყო, ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი", - აღნიშნა ვან გაალმა.

დავიდ დე ხეას მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე სპეკულაციები უკვე კარგა ხანია არ წყდება. პრემიერლიგის პირველ ტურში კი ესპანელი კიპერი მეორის მსგავსად განაცხადს მიღმა იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109036