თამაშგარე

12:21 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაკირას წარსულში იქექებიან

კატალონიის “ბარსელიონას” მცველის, ხერარდ პიკეს ცოლი, ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, რა თქმა უნდა ასურეთის მეფის უმწიკვლო ქალიშვილი არ არის და არც აქვს ამაზე პრეტენზია. ისიც ცნობილია, რომ ხერარდს სანამ შეხვდებოდა, მანამდე საკმაოდ ქარშხლიანი სატრფიალო რომანები აქვს გამოვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი ცნობილია და “არა არს დაფარული რომელიც არა განცხადდეს”, შაკირა მაინც ძალიან გაანაწყენა ერთ-ერთმა ესპანურმა ბულვარულმა ჟურნალმა, რომელმაც კოლუმბიელი მომღერლის წარსული ამბები ერთ სტატიაში გამოამზეურა და ამ სტატიამ საკმაოდ ფართო სკანდალიც გამოიწვია.

შაკირას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხერარდ პიკე საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ასეთ სკანდალებს და ყოველთვის ერიდება ბულვარული პრესის კითხვას, იგი მაინც ძალიან არის გაბრაზებული, რადგან მისი აზრით სტატია ნამეტნავად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა. მომღერალი ჟურნალისათვის სასამართლოში ჩივილს არ აპირებს, მაგრამ იმას კი იქადნება, ამიერიდან ამ გამოცემის ფურცლებზე ჩემთან ინტერვიუს ვეღარასოდს ნახავთო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099102