ფეხბურთი

12:01 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო ფეხბურთიდან საბოლოოდ მიდის

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ფეხბურთიდან კიდევ ერთხელ წავიდა. 43 წლის შემტევს 15 აგვისტოს, "სტადიო რომილდო ფერეირაზე", "ლუვერდენსის" წინააღმდეგ გასამართი მატჩში გააცილებენ.

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 1999 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მიმდინარე წლის ივნისში დაუბრუნდა და "მოჯი მირიმში" ჩაირიცხა, სადაც თავის 20 წლის შვილ რივალდინიოსთან ერთად თამაშობდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მამა-შვილმა ერთ-ერთ მატჩში გოლის გატანაც მოახერხეს.

თეგებირივალდო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112547