ფეხბურთი

13:36 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტო "მანჩესტერში" რჩება

როგორც Sky Sports იუწყება მექსიკელი ფორვარდი ჩიჩარიტო "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს. აღნიშნული წყაროს ცნობით ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა ან განათხოვრებით გაშვება არ სურს.

ფორვარდმა გასული სეზონი განათხოვრების წესით მადრიდის "რეალში" გაატარა, ლა ლიგის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.

2010 წელს სერ ალექს ფერგიუსონის ინიციატივით "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე გახდა, თუმცა პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა.

თეგებიჩიჩარიტო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118553