ფეხბურთი

13:40 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პედრომ, მუდმივად ძირითადში თამაში მინდაო...

თბილისური სუპერთასის შემდეგ კომენტარი გადამწყვეტი გოლის ავტორმა პედრომაც გააკეთა და დაადასტურა, როგორც არ უნდა განვითარდეს შემდგომი საფეხბურთო კარიერა, “ბარსელონა” ყოველთვის ჩემ გულში დარჩებაო.

“ვესაუბრე კლუბის პრეზიდენტს და ყოველთვის ბარსელონელი ვიქნები. წასვლას რაც შეეხება, საქმე ფულში არაა – ამბიციური ფეხბურთელი ვარ, მუდმივად თამაში მსურს დასაკუთარი პერსონისადმი კლუბიდან ყოველთვის პატივისცემას ვითხოვ. ძნელია, როდესაც სასტარტოში არ გაყენებენ. ნეიმარის ავად გახდომის შემდეგ, ძირითადსი გასვლის მეტი სესაძლებლობა გამიჩნდა, თუმცა ლუის ენრიკემ არჩევანი რაფინიაზე გააკეთა. მოხარული ვარ, გადამწყვეტი გოლი რომ გავიტანე, ამასთან მოპოვებული ჯილდო თანაბრად დაიმსახურა თბილისის სტადიონის მინდორზე გასულმა უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა” – განაცხადა ნამატჩევს პედრომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113465