ფეხბურთი

17:36 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს რამირესი "იუვესთვის" არ ეთმობა

იტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსს" ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველის რამირესის შეძენა სურს. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა evening standard-ი წერს. ალბიონელი ჟურნალისტების ვარაუდით, ტურინელებს სამხრეთამერიკელის დამატება იჯარის წესით სურთ.

რამირესმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 მატჩი დაიწყო, ხოლო უკვე დაწყებულ სეზონში კი პირველივე ტურში თადარიგში დარჩა. მიუხედავად ამისა, ინგლისელი მედიის წარმომადგენლების თქმით, ჟოზე მოურინიო რამირესის გასხვისება არ სურს და უახლოეს პერიოდში "ჩელსი" რამირესის აგენტთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, რომელიც 2017 წელს იწურება.

28 წლის ბრაზილიელი ლონდონში 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს, მანამდე კი სახელი ლისაბონის "ბენფიკაში" თამაშით გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112884