ფეხბურთი

11:54 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალადაშვილს შეცვლაზე თამაში აკმარეს

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-6 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სახლში კალინინგრადის “ბალტიკასთან” 0:1 წააგო. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი, რომელმაც წინა ტურში გოლი გაიტანა, ამჯერად, ხაბაროვსკელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ლაშა იმედაშვილი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “სკა-ენერგიას” 3 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-19 ადგილზეა.

ტომსკის “ტომმა” ტიხვინის “ტოსნო” მიიღო და 3:2 აჯობა. თავდამსხელი ანზორ სანაია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 67-ეზე შეცვალეს. “ტომი” 12 ქულით მეოთხეა.

იაროსლავლის “შინიკმა” სტუმრად სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი 2”-თან 2:2 ითამაშა. ფორვარდი ედუარდ ბულია იაროსლავლელთა თადარიგში იმყოფებოდა და თამაშში 33-ე წუთიდან ჩაერთო. “შინიკი” 8 ქულით მეთერთმეტეა.

მოსკოვის “სპარტაკი 2”-მა გასვლაზე “ტიუმენთან” 0:2 დამარცხდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი მელქაძემ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, მოსკოველებში მეორე ტაიმი ჩაატარა. “სპარტაკი 2” 10 ქულით მერვეა.

კრასნოიარსკის “ენიესიმ” სტუმრად ვორონეჟის “ფაკელს” 1:0 აჯობა. მეკარე გიორგი შელიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, კრასნოარსკელებში ორი ტაიმი ითამაშა. “ენისეი” 7 ქულით მეთხუთმეტეა.

არმავირის “ტორპედომ” გასვლაზე ნიჟნი ნოვოგოროდის “ვოლგასთან” 0:1 წააგო. არმავირელებში ნახევარმცველმა ირაკლი ჭეჟიამ ორი ტაიმი ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი ნახევარმცველი ლევან ჯღარკავა 62-ე წუთზე შეცვალეს. შუახაზელი ირაკლი გეფერიძე თადარიგში იჯდა და არ უასპარეზია. ნახევარმცველი დავით ხურციძე “ტორპედოს” 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ჩამოთვლილი ფეხბურთელები რუსეთის მოქალაქეები არიან. “ტორპედო” 5 ქულით მეთექვსმეტეა.

“ბაიკალმა” შინ ასტრახანის “ვოლგარს” 3:2 აჯობა. ფორვარდმა დავით კორტავამ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს 90 წუთი ითამაშა. “ბაიკალი” 3 ქულით მეთვრამეტეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116167