ფეხბურთი

19:07 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისს უეფას პრეზიდენტი ეწვია

ევროპის სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ეწვია. პლატინისთან ერთად თბილისში ჩამოვიდა კიევის "დინამოს" პრეზიდენტი, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გრიგორი სურკისი.

უეფას პრეზიდენტი ხვალ სუპერთასის მატჩის მონაწილე გუნდებს დააჯილდოვებს.

სუპერთასის მატჩი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბარსელონასა" და ევროპის ლიგის თასის მფლობელ "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117546