ფეხბურთი

16:14 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" თბილისშია

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" თბილისშია. კატალონიელთა თვითმფრინავი საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა.

ესპანური გრანდი სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაბინავდება. “ბარსელონა” “დინამო არენაზე” პრესკონფერენციას 20:15 საათზე დაიწყებს. ჟურნალისტების წინაშე გუნდის თავკაცი ლუის ენრიკე, ანდრეს ინიესტა და დანი ალვეში წარდგებიან. პრესკონფერენციის შემდეგ 21:00 საათიდან წინასამატჩო ვარჯიში გაიმართება, რომელიც აკრედიტირებული მედიისთვის ღია იქნება.

კატალონიური კლუბის დელეგაციას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გაუძღვება. ესპანელს კომპანიონობას გაუწევენ გუნდის სპორტული ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მასტრე, ვიცე-პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში სუსანა მონხე და საბჭოს წევრები სილვიო ელიასი და ემილ როუსანდი.

ევროპის სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" 22:45 საათზე დაიწყება.

0.102127