ფეხბურთი

14:28 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფა-ს სუპერთასის მატჩის გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:
• მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);
• წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;
• დაიკეტება აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;
• ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;
• მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;
• მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.
შედეგად, სრულად დაიკეტება პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - "დინამო არენას" მიმდებარე ქუჩები", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

interpressnews.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1215