ფეხბურთი

14:05 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს
1000 ბავშვის, ფეხბურთელის და მსაჯისგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი მშვიდობისა და ერთობის მხარდასაჭერად.

თბილისში, სამშაბათს, 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერ თასის მატჩი, საფეხბურთო კლუბებს - "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის, გამორჩეული ისტორიული მომენტი იქნება მსოფლიო ფეხბურთში. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იქნება ცოცხალი ჯაჭვი: სიმბოლური აქტი, რომელიც გააერთიანებს ფეხბურთელებს, მსაჯებს და ათას სოციალურად დაუცველ ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს საქართველოდან და რვა მეზობელი ქვეყნიდან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს.”

თბილისი აღმოსავლეთ-ევროპული ქალაქია, რომელიც მასპინძლობს უეფას სუპერ თასს, მას შემდეგ რაც 2012 წელს ის აღარ ტარდება მონაკოში, სადაც ეს მატჩი იმართებოდა 1998 წლიდან. ახლა სხვა ქალაქებსაც შეუძლიათ უმასპინძლონ განვლილი სეზონის ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრის – უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპა ლიგის გამარჯვებულთა დაპირისპირებას. სფფ-მ, უეფას ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაწყვიტა ხელიდან არ გაეშვა შესაძლებლობა და ევროპის კონფლიქტური ზონებიდან ჩამოსული ბავშვების დახმარებით გადმოეცა მშვიდობისა და ერთობის იდეა, გვეჩვენებინა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს ხალხის გაერთიანება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციები დადებითად გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას.

სფფ-ს პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად სიჭინავამ ბრძანა: “ყველა მიიღებს მშვიდობისა და ერთიანობის გზავნილს ბავშვებისგან – გზავნილს რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. Aამ გზავნილის წინასამატჩო ცერემონიაში ჩართვა გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ძირითადი ღირებულებები უეფასთვის – ღირებულებები, რომლებმაც უეფას ბავშვთა ფონდის ინაუგურაციამდე მიგვიყვანა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე ასოციაციას მხარდაჭერისა და საერთო ძალისხმევისთვის, რომ ფეხბურთის უზარმაზარი პოპულარობა გამოვიყენოთ, როგორც პლატფორმა, ამ მნიშვნელოვანი ღირებულებების ფართო საზოგადოებისათვის მისაწოდებლად.”

ბატონმა მიშელ პლატინიმ, უეფას პრეზიდენტმა, დაამატა: “ფეხბურთი გვაძლევს დიდ შესაძლებლობას გავერთიანდეთ როგორც საზოგადოება და სრულყოფილი ცხოვრების შანსი მივცეთ ბავშვებს. ბავშვობა ის დროა, როდესაც ვამჟღავნებთ ყველაზე განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ბავშვების მონაწილეობამ ამ უდიდეს ღონისძიებაში თბილისში, შეიძლება სული შთაბეროს მათ მომავალს.

მსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას, უეფას ბავშვთა ფონდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის, რომ ამ პროექტის დახმარებით უკეთესი მომავლის იმედი ჩაესახათ დაუცველი ბავშვებისთვის.

უეფას ბავშვთა ფონდი დაარსდა 2015 წელს, უეფას პრეზიდენტის ინიციატივით. იგი გამოხატავს უეფას სურვილს, გამოიყენოს ფეხბურთი როგორც კეთილი ძალა საზოგადოებაში. ფონდმა მრავალი ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამა განახორციელა მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, წლის დასაწყისში, ბევრი ბავშვი დაესწრო უეფას ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს ვარშავაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს ბერლინში და უეფას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ მატჩს პრაღაში.

UEFA Foundation for Children

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11296