ფეხბურთი

12:44 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” თბილისში გამოფრინდა

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ბარსელონადან თბილისის დროით 11:25 საათზე გამოფრინდა და საქართველოს დედაქალაქში 16:00 საათზე იქნება.

ესპანური გრანდი ჩამოფრენის შემდეგ “თბილისი მერიოტში” დაბინავდება. “ბარსელონა” “დინამო არენაზე” პრესკონფერენციას 20:15 საათზე დაიწყებს. ჟურნალისტების წინაშე გუნდის თავკაცი ლუის ენრიკე, ანდრეს ინიესტა და დანი ალვეში წარდგებიან. პრესკონფერენციის შემდეგ 21:00 საათიდან გუნდი წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს, რომელიც აკრედიტირებული მედიისთვის ღია იქნება.

კატალონიური კლუბის დელეგაციას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გაუძღვება. ესპანელს კომპანიონობას გაუწევენ გუნდის სპორტული ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მასტრე, ვიცე-პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში სუსანა მონხე და საბჭოს წევრები სილვიო ელიასი და ემილ როუსანდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099358