ფეხბურთი

8:02 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” თბილისშია

ევროპის სუპერთასზე მონაწილე კლუბთაგან, “სევილიას” თვითმფრინავი პირველი დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ანდალუსიელები თბილისში გუშინ 21:00 საათზე ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ.

კლუბის წევრებთან ერთად, თბილისში მათი გულშემატკივრებიც ჩამოვიდნენ. “დალაქებმა” სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაიდეს ბინა. ათენიდან საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული “სევილიას” დელეგაცია 230 წევრისგან შედგება.


0.149265