თამაშგარე

21:19 | 8.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უერთგულესი მესი

ლეო მესის მტერმაც და მოყვარემაც შესანიშნავად იცის, რომ არგენტინელი სუპერმეგოლე, თავისი შვილის დედას, ანტონელა რეკუზოს არასოდეს ღალატობს და მესის ასეთ ერთგულებაზე ლამის უკვე ლეგენდები დადის. არადა, ლეოს რომ მოტრფიალე ქალთა რიგები უდგას - ეგეთი უნდა...

დაახლოებით ერთი წლის წინ, ლეო მესიმ ერთ-ერთ ფრანგულ ბულვარულ გამოცემას მისცა ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, რომ ფანი გოგონების წერილებს პრაქტიკულად არასოდეს კითხულობს, რადგან არც ამის დრო აქვს და დროც რომ ქონდეს, ახალი სექსუალური თავგადასავლების არანაირი სურვილი არა აქვს.

ახლა თქვენ ანტონელას სიხარულს აღარ იკითხავთ? ანტონელა რეკუზო ამბობს, რომ ადრე არც კი სჯეროდა თუკი ლეოსნაირი ერთგული მამაკაცები საერთოდ არსებობდნენ და უბედნიერესია, რომ ასეთი უნიკალური კაცი სწორედ მის მკლავებშია მომწყვდეული. ყველაფერს ბედი უნდა ჩემო ბატონო...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180868