ფეხბურთი

15:03 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისური მიდი-მოდი

ინგლისის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღეღა დარჩა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უკლებლივ ყველა გუნდში ცვლილებები მოხდა.

ამ მომენტისთვის, ყველაზე მეტი თანხა ტრანსფერებში “ლივერპულს” აქვს გადახდილი. ბრენდან როჯერსმა ახალწვეულებში 77.57 მილიონი გირვანქა დახარჯა, თუმცა უნდა ითქვას, რომ “წითლები” გასული სეზონის ორმა ლიდერმა სტივენ ჯერარდმა და რაჰიმ სტერლინგმა დატოვა. ამ უკანასკნელის სანაცვლოდ, მერსისაიდელებმა დიდი თანხა გამოიმუშავეს და ამის წყალობით, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, დახარჯულთან ერთად, ყველაზე მეტი თანხა აქვს გამომუშავებული პრემიერლიგაში – 54.11 მილიონი გირვანქა.

ძალიან აქტიურობს “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელმაც სასურველი მოთამაშეებისთვის უკვე 68.95 მილიონი გირვანქა გაიღო.

თანაქალაქელს ბევრით არ ჩამოუვარდება “სიტი”, რომელთაც აქამდე 58.8 მილიონი გაიღეს გაძლიერებისთვის. გამოსარჩევია, რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერი, რომლის სანაცვლოდაც “ქალაქელებმა” 43.75 მილიონი გადაიხადეს და ამ მომენტისთვის, მიმდინარე ინგლისურ ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული ახალწვეულია.

ნაკლებად აქტიურობენ “ჩელსი”, “არსენალი” და “ტოტენჰემი”. “არისტოკრატებმა” 17.08 მილიონი გირვანქა დახარჯეს, “მეთოფეებმა” 9.8, ხოლო “დეზების” ბიუჯეტი 19.53 მილიონით შემცირდა.

აქვე გთავაზობთ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პრემიერლიგაში აქამდე მომხდარ ყველა ტრანსფერს.

ჩელსი

მოვიდნენ:
რადამელ ფალკაო (“მონაკო”, იჯარა), ასმირ ბეგოვიჩი (“სტოკი”, 7.7 მლნ), კენედი (“ფლუმინენსე”, 6.23 მლნ), ნათანი (“ატლეტიკო-პარანაენსე”, 3.15 მლნ), დანილო პანტიჩი (“პარტიზანი”);

წავიდნენ:
ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”, 11.2 მლნ), პიოტრ ჩეხი (“არსენალი”, 9.8 მლნ), ტორგან აზარი (“მიუნხენგლადბახ” 5.6 მლნ), გაელ კაკუტა (“სევილია”, 4.2 მლნ), ჯოშ მაკიხრენი (“ბრენტფორდი”, 0.7 მლნ), კენეტ ომეროუ (“ქაშიმფაშა”, იჯარა), დანილო პანტიჩი, ნათანი, დომინიკ სოლანკე, ისაია ბრაუნი, ლევის ბეიკერი (“ვიტესი”, ხუთივე იჯარა), დიდიე დროგბა (“მონრეალი”), ანდრეას კრისტიანსენი (“მიუნხენგლადბახი”, იჯარა), ვიქტორიენ ენგბანი (“სენტ-ტრუიდენი”, იჯარა), მარკო ვან გინკელი (“სტოკი”, იჯარა), ტოდ კეინი (“ნაიმეგენი”, იჯარა), ტომაშ კალაში (“მიდლსბრო”, იჯარა), ულისეს დავილა (“სეტუბალი”, იჯარა), ჯორდან ჰუგტონი (“ჯილინგემი”, იჯარა), პატრიკ ბემფორდი (“კრისტალ პალასი”, იჯარა), მატეჟ დელაჩი (“სარაევო”, იჯარა), კრისტიან ატსუ (“ბორნმუთი”, იჯარა), ვოლასი (“კარპი”, იჯარა), მარიო პასალიჩი (“მონაკო”, იჯარა).

მანჩესტერ სიტი

მოვიდნენ:
რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”, 43,75 მლნ), ფაბიან დელფი (“ასტონ ვილა”, 8 მლნ), პატრიკ რობერტსი (“ფულჰემი”, 4.9 მლნ), ენეს უნალი (“ბურსა”, 2.1 მლნ);

წავიდნენ: ალვარო ნეგრედო (“ვალენსია”, 21 მლნ), მატია ნასტასიჩი (“შალკე”, 6.65 მლნ), კარიმ რეკიკი (“მარსელი”, 3.5 მლნ), სკოტ სინკლერი (“ასტონ ვილა”, 2.45 მლნ), სტევან იოვეტიჩი (“ინტერი”, იჯარა), დედრიკ ბოიატა (“სელტიკი”, 1.4 მლნ), ხორდი ჰივულა (“ჰადერსფილდი”, 0.15 მლნ), გრეგ ლეი (უკლუბოდ), სეკო ფოფანა (“ბასტია”, იჯარა), მიკა რიჩარდსი (“ასტონ ვილა”), ჯეიმს მილნერი (“ლივერპული”), ოლივიე ნტიჩჰემი (“ჯენოა”, იჯარა), ადამ დრური (უკლუბოდ), ჯონ გუიდეტი (“სელტა”), ენეს უნალი (“გენკი”, იჯარა), ჯეკ ბრინი (“კამბური”, იჯარა”), ანგელინიო (“ნიუ იორკ სიტი”, იჯარა), დომინიკ ოდურო (უკლუბოდ), ტომას ეგუიპონგი (“ტვენტე”, იჯარა”), ფრენკ ლამპარდი (“ნიუ იორკ სიტი”).

არსენალი

მოვიდნენ:
პიოტრ ჩეხი (“ჩელსი, 9.8 მლნ);

წავიდნენ: ლუკაშ პოდოლსკი (“გალათასარაი”, 1.75 მლნ), რიო მიაჩი (“სანქტ პაული”), ეინსლი მაიტლენდ-ნილსი (“იფსვიჩი”, იჯარა), ბრენდონ ორმონდ-ოტევილი (“სუინდონი”), ჯეკ ჯები, ოსტინ ლიპმანი, ჯოშ ვიკერსი (სამივე უკლუბოდ), აბუ დიაბი (“მარსელი”), სემი აჯაი (“კარდიფი”), დენ კროვლი (“ბარნსლი”, იჯარა”), ჯონ ტორალი (“ბირმინგემი”, იჯარა”), ისააკ ჰეიდენი, ჩუბა აკპომი (“ჰალი”, ორივე იჯარა), იაია სანოგო (“აიაქსი”, იჯარა), ვოიცეხ შესნი (“რომა”, იჯარა), კარლ ჯენკინსონი (“ვესტ ჰემი”, იჯარა).

მანჩესტერ იუნაიტედი

მოვიდნენ:
მემფის დეპაი (პსვ, 19,25 მლნ), მორგან შნეიდერლენი (“საუთჰემპტონი”, 24.5 მლნ), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”, 12.6 მლნ), მატეო დარმიანი (“ტორინო”, 12.6 მლნ), სერხიო რომერო (“სამპდორია”);

წავიდნენ: ნანი (“ფენერბახჩე, 4.2 მლნ), რაფაელი (“ლიონი”, 2.1 მლნ), რობინ ვან პერსი (“ფენერბახჩე”, 3,85 მლნ), ანხელო ენრიკესი (ზაგრების “დინამო”, 1.17 მლნ), ტომ კლევერლი (“ევერტონი”), ბენ ამოსი (“ბოლტონი”), ბენ პირსონი, ჯო როტველი (“ბარნლი”, ორივე იჯარა), ტომ ტორფი (“როტერჰემი”), საიდ იანკო (“სელტიკი”), რიკი ჯეიმსი (“უიგანი”), ვილ კინი (“პრესტონი”, იჯარა), რადამელ ფალკაო (იჯარა დაუსრულდა).

ტოტენჰემი

მოვიდნენ:
ტობი ალდერვეირელდი (“ატლეტიკო”, 11.2 მლნ), კევინ ვიმერი (“კიოლნი” 4.9 მლნ), კირან ტრიპიერი (“ბარნლი”, 3.43 მლნ);

წავიდნენ: პაულინიო (“გუანჯოუ ევერგრანდი”, 9.8 მლნ), ეტიენ კაპუ (“უოტფორდი”, 6.23 მლნ), ბენჟამინ სტამბული (პსჟ, 6 მლნ), ვლად კირიკეში (“ნაპოლი”, 4.9 მლნ), ლევის ჰოლტბი (“ჰამბურგი”, 4.55 მლნ), იუნეს ქაბული (“სანდერლენდი”, 3 მლნ), ალექსანდერ მაკქუინი (“კარლაისლი”), კრისტიან კაბალიოსი (“ჩარლტონი”), გრანტ იარდი (“როტერჰემი”, იჯარა), ჯონათან მაილსი (“ებსფლიტი”), რუბენ ლამეირასი (“ქოვენთრი”), ჯორდან არჩერი (“მილუოლი”), ბონგანი ხუმალო (უკლუბოდ), ტომისლავ გომელტი (“ბარი”), ბრედ ფრიდელი (კარიერა დაასრულა).

ლივერპული

მოვიდნენ:
კრისტან ბენტეკე (“ასტონ ვილა”, 32.55 მლნ), რობერტო ფირმინო (“ჰოფენჰაიმი”, 28.7 მლნ), ნათან კლაინი (“საუთჰემპტონი”, 12.4 მლნ), ჯო გომესი (“ჩარლტონი”, 3.43 მლნ), ალანი (“ინტერნასიონალი”, 0.5 მლნ), დენი ინგსი (“ბარნლი”), ადამ ბოგდანი (“ბოლტონი”), ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”);

წავიდნენ: რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”, 43.75 მლნ), იაგო ასპასი (“სევილია”, 4.2 მლნ), რიკი ლამბერტი (“ვესტ ბრომვიჩი”, 3 მლნ), სებასტიან კოატესი (“სანდერლენდი”, 2 მლნ), ანდრე უისდომი (“ნორვიჩი”, იჯარა), კევინ სტიუარტი, ლაურენს ვიგურუ, ჯორდან უილიამსი (“სუინდონი”, სამივე იჯარა), შეი ოჯო (“ვულვზი”, იჯარა), ბრედ ჯონსი (უკლუბოდ), ლოიდ ჯონსი (“ბლექპული”, იჯარა), სტივენ ჯერარდი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”), ჯორდან ლუსი (“ბოლტონი”), ლუის ალბერტო (“დეპორტივო”, იჯარა), გლენ ჯონსონი (“სტოკი”), დენი იარდი (“აბერდინი”, იჯარა), ხავიერ მანკილიო (იჯარა დაუსრულდა).

საუთჰემპტონი

მოვიდნენ:
იორდი კლასიე (“ფეიენოორდი”, 8.4 მლნ), ხუანმი (“მალაგა”, 4.9 მლნ), სედრიკ სოარეში (“სპორტინგი”, 4.55 მლნ), სტივენ კოლკერი (ქპრ, იჯარა), კუკო მარტინა (“ტვენტე”, 1 მლნ), მარტინ სტეკელენბურგი (“ფულჰემი”, იჯარა);

წავიდნენ: მორგან შნეიდერლენი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 24.5 მლნ), ნათან კლაინი (“საუთჰემპტონი”, 12.4 მლნ), კრის ჯონსი (უკლუბოდ), კოდი კროპერი (“დონსი”), არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”), პაბლო ოსვალდო (“პორტო”), ჯეკ სინკლერი (უკლუბოდ), ჯოშ ჰუიველდი (“აიკი”), სემ გალაგერი (“დონსი”, იჯარა), ჯორდან ტურნბული (“სუინდონი”, იჯარა), ჯეკ სტეფანსი (“მიდლსბრო”, იჯარა), ტერუმ დაუკინსი (უკლუბოდ), ომარ როუ (უკლუბოდ), ფილიპ დურიჩიჩი, ელჟერო ელია, ტობი ალდერვეირელდი (სამივეს იჯარა დაუსრულდა).

სუონსი

მოვიდნენ:
ედერი (“ბრაგა”, 4.9 მლნ), ფრენკ ტაბანუ (“სენტ-ეტიენი”, 3.43 მლნ), კრისტოფერ ნორდფელდტი (“ჰერენვენი”, 0.6 მლნ), ანდრე აიუ (“მარსელი”), ოლივერ მაკბურნი (“ბრედფორდი”), ტომ ჰოლანდი (“მანჩესტერ სიტი 18 წლამდე”);

წავიდნენ: ჯეზ რიჩარდსი (“ფულჰემი”, 0.5 მლნ), ალან ტეიტე, ჯანკარლო ჯალიფუკო, კურტის ობენგი, სკოტ ტენკოკი, გერჰარდ ტრემელი (ხუთივე უკლუბოდ), დევიდ კორნელი (“ოლდჰემი”), რორი დონელი (“ჯილინგემი”), ადამ კინგი (“ქრიუ”, იჯარა), კენჯ კორი (“დენ ჰააგი”, იჯარა), ნელსონ ოლივეირა (იჯარა დაუსრულდა).

სტოკი

მოვიდნენ:
მარკო ვან გინკელი (“ჩელსი”, იჯარა), იბრაჰიმ აფელაი (“ბარსელონა”), ფილიპ ვოლშაიდი (“ლევერკუზენი”, 2.66 მლნ), ხოსელუ (“ჰანოვერი”, 5.6 მლნ), იაკობ ჰუგაარდი (“მიდტიურლანდი”, 0.4 მლნ), მოჰა (“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდი), შეი გივენი (“ასტონ ვილა”), გლენ ჯონსონი (“ლივერპული”), დომ ტელფორდი (“ბლექპული 18 წლამდე”);

წავიდნენ: სტივენ ნ’ზონზი (“სევილია”, 6.83 მლნ), ასმირ ბეგოვიჩი (“ჩელსი”, 7.7 მლნ), რობერტ ჰუტი (“ლესტერი”, 2.94 მლნ), ენდი ვილკინსონი, ელიოტ ველერი, რობი პერი, ჯეიმს ალაბი, უილსონ პალასიოსი, ნათან რიკეტს-ჰოპკინსონი, ტომი ადელოი, ადამ ტომასი, ტომას სორენსენი (ყველა უკლუბოდ), ჯემი ნესი (“სკანთორპი”), ალექს გრანტი (“პერტ გლორი”), მეისონ უოტკინსი (“რექსემი”, იჯარა), დანიელ ბეჩმანი (“როსი”, იჯარა).

კრისტალ პალასი

მოვიდნენ:
იოჰან კაბაიე (პსჟ, 9.73), კონორ ვიკჰემი (“სანდერლენდი”, 7 მლნ), ალექს მაკარტი (ქპრ, 3.43 მლნ), ბაკარი საკო (“ვულვზი”), პატრიკ ბემფორდი (“ჩელსი”, იჯარა);

წავიდნენ: ჯეკ ჰანტი, ლევის პრაისი (ორივე “შეფილდ უენსდი”), სემ მაგრი (“დოვერი”), ოუენ გარვანი, ჯერომ ტომასი, პეტერ რემეჯი, შოლა ამეობი (ყველა უკლუბოდ), კაილ დე სილვა (“ნოტსი”), მაიკლ ჩემბერსი (“ველინგი”), ჯერომ ბინონ-უილიმსი (“ბარტონი”, იჯარა), ჰირამ ბოატენგი (“პლიმუთი”, იჯარა), რაიან ინისი (“პორტ ვეილი”, იჯარა).

ევერტონი

მოვიდნენ:
ჟერარ დეულოფეუ (“ბარსელონა”, 4.2 მლნ), დევიდ ჰემენი (“ოლიმპიაკოსი”, 0.2 მლნ), ტომ კლევერლი (“მანჩესტერ იუნაიტედი”);

წავიდნენ: სილვაინ დისტინი (“ბორნმუთი”), ფრანცისკო ჟუნიორი (“უიგანი”, იჯარა), ჯორჯ გრინი (“ოლდჰემი”), ანტოლინ ალკარასი (“ლას პალმასი”), კრის ლონგი (“ბარნლი”), ლუკ გარბატი (“ფულჰემი”, იჯარა), ბენ მაკლოგლინი, კურტის ლენგტონი, ჯონ ლანდსტრამი (სამივე უკლუბოდ).

ვესტ ჰემი

მოვიდნენ:
დიმიტრი პაიე (“მარსელი”, 10.5 მლნ), ანჟელო ოგბონა (“იუვენტუსი”, 7.7 მლნ), პედრო ობიანგი (“სამპდორია”, 4.2 მლნ), სტეფან ჰენდრი (“ჰამილტონი”, 0.9 მლნ), დარენ რენდოლფი (“ბირმინგემი”), მანუელ ლანზინი (“ალ-ჯაზირა”, იჯარა), კარლ ჯენკინსონი (“არსენალი”);

წავიდნენ: სტიუარტ დაუნინგი (“მიდლსბრო”, 5.53 მლნ), პოლ მაკკალუმი (“ლეიტონი”), სენ მაგუირი (“დანდალკი”), დენ პოტსი (“ლუტონი”), ალექს სონგი (იჯარა დაუსრულდა), ნენე, გაი დემელი, იუსი იასკილაინენი, კარლტონ კოული (ყველა უკლუბოდ).

ვესტ ბრომვიჩი

მოვიდნენ:
ჯეიმს ჩესტერი (“ჰალი”, 8 მლნ), რიკი ლამბერტი (“ლივერპული”, 3 მლნ), ჯეიმს მაკლინი (“უიგანი”, 1.5 მლნ);

წავიდნენ: ბრედ გარმსტონი (“ჯილინგემი”), ჯესონ დევიდსონი (“ჰადერსფილდი”), დონერვონ დანიელსი (“უიგანი”), იუსუფ მულუმბუ (“ნორვიჩი”), უეს ატკინსონი (“ნოტსი”), ალექს ჯონსი (“ბირმინგემი”), კრის ბეირდი (“დერბი”), ალექს პალმერი (“კიდერმინსტერი”, იჯარა), კემარ რუფი (“ოქსფორდი”), გრემ დორანსი (“ნორვიჩი”), გეორგიოს სამარასი, მანი ო’სალივანი (ორივე უკლუბოდ).

ლესტერი

მოვიდნენ:
შინჯი ოკაზაკი (“მაინცი”, 7.7 მლნ), ნ’გოლო კანტე (“კაენი”, 6.3 მლნ), იოჰან ბენალუნი (“ატალანტა”, 4.9 მლნ), რობერტ ჰუტი (“სტოკი”, 2.94 მლნ), კრისტიან ფუქსი (“შალკე”);

წავიდნენ: ენტონი კნოკერტი (“სტანდარტი”), პოლ გალაგერი (“პრესტონი”), ადამ სმიტი (“ნორთჰემპტონი”), მეტიუ აპსონი (“დონსი”), ბენ ჰამერი (“ნოტინგემი”, იჯარა), კირან კენედი (“მორზერველი”), ტომ ჰოპერი (“სკანთორპი”), ადამ დოუსონი (“მარინერსი”), პოლ კონჩესკი (ქპრ, იჯარა), კრის ვუდი (“ლიდსი”), ესტებან კამბიასო, ლუის როული, ზუმანა ბაკაიოგო, კონრად ლოგანი, გარი ტეილორ-ფლეტჩერი (ყველა უკლუბოდ).

ნიუკასლი

მოვიდნენ:
ჩანსელ მბემბა (“ანდერლეხტი”, 8.4 მლნ), ჟორჟინიო ვეინალდუმი (პსვ, 14 მლნ), ალექსანდრ მიტროვიჩი (“ანდერლეხტი”, 12.95 მლნ);

წავიდნენ: დევიდე სანტონი (“ინტერი”, 2.6 მლნ), რემი სტრიტი (“პორტ ვეილი”), ფრედუ ვუდმენი (“ქროული”, იჯარა), ადამ კემპბელი (“ნოტსი”), რაიან ტეილორი (“ჰალი”), ადამ არმსტრონგი (“ქოვენთრი”, იჯარა), სემი ამეობა (“კარდიფი”, იჯარა), ფაკუნდო ფერეირა (იჯარა დაუსრულდა), ჯეკ ალნვიკი, ხონას გუტიერესი (ორივე უკლუბოდ).

სანდერლენდი

მოვიდნენ:
იან მ’ვილა (“რუბინი”, იჯარა), ჯერმეინ ლენსი (კიევის “დინამო”, 8 მლნ), იუნეს ქაბული (“ტოტენჰემი”, 3 მლნ), სანტიანო ვერჯინი (“ესტუდიანტესი”, 2 მლნ), ადამ მატეუსი (“სელტიკი”, 2 მლნ), სებასტიან კოატესი (“ლივერპული”, 2 მლნ);

წავიდნენ:
კონორ ვიკჰემი (“კრისტალ პალასი”, 7 მლნ), ჯოელ დიქსონი (“ბაროუ”, იჯარა), სანტიაგო ვერჯინი (“ხეტაფე”, იჯარა), ჯორდან პიკფორდი (“პრესტონი”, იჯარა), ელ-ჰაჯი ბა (“ჩარლტონი”), ტომ მაკნემი, ჯესიმ შუკარი, ენტონი რევეილერი, ენდრიუ კარტრაითი (ყველა უკლუბოდ).

ასტონ ვილა

მოვიდნენ:
ჯორდან აიუ (“ლორიანი”, 8.4 მლნ), ჯორდან ამავი (“ნიცა”, 7.7 მლნ), ჯორდან ვერტუტი (“ნანტი”, 6.93 მლნ), იდრისა გაიე (“ლილი”, 6.3 მლნ), რუდი გესტედი (“ბლექბერნი”, 5.95 მლნ), ხოსე ანხელ კრესპო (“კორდობა”, 0.7 მლნ), სკოტ სინკლერი (“მანჩესტერ სიტი”), მარკ ბანი (“ნორვიჩი”);

წავიდნენ: კრისტიან ბენტეკე (“ლივერპული”, 32.55 მლნ), ფაბიან დელფი (“მანჩესტერ სიტი”, 8 მლნ), ანდრეას ვაიმანი (“დერბი”, 2.66 მლნ), იაკუბა სილა (“რენი”, 1 მლნ), მეტიუ ლოუტონი (“ბარნლი”, 1 მლნ), დარენ ბენტი (“დერბი”), ანტონიო ლუნა (“ეიბარი”), ენდა სტივენსი (“პორტმუთი”), შეი გივენი (“სტოკი”), გრემ ბურკი (“ნოტსი”), ნიკლას ჰელენიუსი (“ოლბორგი”), ალი სისოხო (“ასტონ ვილა”), რონ ვლაარი, კრის ჰერდი, ტომას სტრენი (სამივე უკლუბოდ).

ბორნმუთი

მოვიდნენ:
ტაირონ მინგსი (“იფსვიჩი, 7.91 მლნ), მაქს გრადელი (“სენტ-ეტიენი”, 7 მლნ), ლი ტომლინი (“მიდლსბრო”, 3 მლნ), ადამ ფედერიკი (“რედინგი”), სილვაინ დისტინი (“ევერტონი”), ჯოშუა კინგი (“ბლექბერნი”), არტურ ბორუცი (“საუთჰემპტონი”), კრისტიან ატსუ (“ჩელსი”, იჯარა);

წავიდნენ: ჯო პარტიგტონი (“ისტლეიგი”), რაიან ფრეისერი (“იფსვიჩი”, იჯარა), ჯოშ მაკქუიდი (“ლუტონი”), მოჰამედ კულიბალი (“რასინგი”), ჯეიდენ სტოკლი (“პორტსმუთი”), ბრედ პითმენი (“იფსვიჩი”), დერილ ფლაჰევანი, იან ჰარტი, ბენჟამინ ბიუჩელი, მაილს ადისონი (ყველა უკლუბოდ).

უოტფორდი

მოვიდნენ:
ეტიენ კაპუ (“ტოტენჰემი”, 6.23 მლნ), ხოსე მანუელ ხურადო (“სპარტაკი”, 6.02 მლნ), სტივენ ბერგჰუისი (“ალკმაარი”, 4.55 მლნ), ვალონ ბეჰრამი (“ჰამბურგი”, 2.45 მლნ), ხოსე ჰოლებასი (“რომა”, 1.75 მლნ), გიედრიუს არლაუსკისი (“სტიაუა”), ალან ნიომი (“უდინეზე”), სებასტიან პრიოდლი (“ვერდერი”), მიგელ ბრიტოსი (“ნაპოლი”), მატეჟ ვიდრა (“უდინეზე”);

წავიდნენ: ლევის მაკგუგანი (“შეფილდ უენსდი”, 0.3 მლნ), უჩე იკპეაზუ (“პორტ ვეილი”, იჯარა), ლუკ ო’ნილი (“უიკომბი”), სენ მურეი (“უიგანი”, იჯარა), ჯონათან ბონდი (“რედინგი”), დიეგო ფაბრინი (“მიდლსბრო”, იჯარა), დანიელ ტოზშერი, გიანი მუნარი (იჯარა დაუსრულდათ).

ნორვიჩი

მოვიდნენ:
რობი ბრედი (“ჰალი”, 6.93 მლნ), ანდრე უისდომი (“ლივერპული”, იჯარა), ჯეკ კინი (“ბლექბერნი”), გრემ დორანსი (“ვესტ ბრომვიჩი);

წავიდნენ: იგნასი მიქელი (“პონპერადინა”), რემი მატეუსი (“ბარტონი”, იჯარა), მარკ ბანი (“ასტონ ვილა”), კარლტონ მორისი (“ჰამილტონი”, იჯარა), კამერონ მაკგეჰანი (“ლუტონი”), კაილ მაკფადენი, კარლოს კუელარი, ხავიერ გარიდო (სამივე უკლუბოდ).

შენიშვნა – სატრანსფერო თანხები მოცემულია გირვანქაში, გამოცემა Transfermarkt-ის მიხედვით.

სტატისტიკა
0.421518