ფეხბურთი

14:13 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალბა თბილისში არ ჩამოვა

თბილისში 11 აგვისტოს უეფას ევროპის სუპერთასზე “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გასამართ მატჩში, კატალონელებს მარცხენა მცველი ხორდი ალბა ვერ დაეხმარება.

მან მარჯვენა ფეხის ტრავმა “გამპერის თასზე” იტალიის “რომასთან” მოგებულ მატჩში (3:0) მიიღო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

ტრავმის ხასიათი არ კონკრეტდება, მაგრამ “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ალბა 10-15 დღე დაისვენებს.

აქედან გამომდინარე, ხორდის თბილისში თამაში გამორიცხულია.

თეგებიხორდი ალბა
0.113664