საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისა და გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის სახელზე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ოფისიდან მადლობის წერილები მოვიდა. მათი ავტორები არიან ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და გენერალური მდივანი რაფაელე პანიოცი
წერილებს უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ბატონ ლერი ხაბელოვს
ძვირფასო პრეზიდენტო
ძვირფასო მეგობარო
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, "თბილისი 2015" შესანიშნავად ჩატარდა, რის გამოც გვინდა დიდი მადლიერება გამოვხატოთ და მნიშვნელოვანი წვლილის გამო პირადად თქვენ გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ.
გარდა იმისა, რომ ფესტივალი საორგანიზაციო თვალსაზრისით იყო ძალიან წარმატებული, ის ბრწყინვალე გახლდათ სპორტული სარბიელებისა და სპორტსმენთა სოფლის ხარისხის, აგრეთვე იმ სასიამოვნო გარემოს გამოც, რომელიც ახალგაზრდა ათლეტებმა და მაყურებლებმა შექმნეს. როგორც იცით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მიზანი ევროპელი ახალგაზრდებისთვის ოლიმპიზმის ფასეულობების სწავლებაა და "თბილისი 2015"-მა ეს წარმატებით შეძლო.
ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროფესიონალიზმმა და ეფექტურობამ, რომლითაც მთელი ღონისძიება ჩაატარეთ, თუმცა გვინდა აგრეთვე მოგახსენოთ, რომ ყველა მონაწილე სამშობლოში იმ აზრით დაბრუნდა, რომ საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა და იქ საუცხოო ხალხი ცხოვრობს.
საუკეთესო სურვილებით
პრეზიდენტი
პატრიკ ჰიკი
გენერალური მდივანი
რაფაელე პანიოცი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივან ბატონ ემზარ ზენაიშვილს
ძვირფასო გენერალურო მდივანო
ძვირფასო მეგობარო
მეტად წარმატებული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის დახურვის შემდეგ გვინდა პირადად თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
სპორტული სარბიელებისა და სპორტსმენთა სოფლის საუცხოო ხარისხის გამო ღონისძიება საორგანიზაციო თვალსაზრისით ჩინებული გამოვიდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის სასიამოვნო გარემო იყო, რომელიც ახალგაზრდა ათლეტებმა და მაყურებლებმა შექმნეს. როგორც იცით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მიზანი ევროპელი ახალგაზრდებისთვის ოლიმპიზმის ფასეულობების სწავლებაა და "თბილისი 2015"-მა ეს წარმატებით შეძლო.
ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროფესიონალიზმმა და ეფექტურობამ, რომლითაც მთელი ღონისძიება ჩაატარეთ, თუმცა გვინდა აგრეთვე მოგახსენოთ, რომ ყველა მონაწილე სამშობლოში იმ აზრით დაბრუნდა, რომ საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა და იქ საუცხოო ხალხი ცხოვრობს.
საუკეთესო სურვილებით
პრეზიდენტი
პატრიკ ჰიკი
გენერალური მდივანი
რაფაელე პანიოცი
geonoc.org.ge







