ფეხბურთი

15:29 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკმა” “რეალის” ფეხბურთელი დაიმატა

“სტოკ სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა მადრიდის “რეალის” 19-წლამდელთა გუნდის აწ უკვე ყოფილი წევრი სერხიო მოლინა დაიმატა და ესპანელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ნახევარმცველმა გასულ სეზონში მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდელთა ტურნირზე ჩატარებულ 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108147