სხვა

11:52 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა მამუკა ხაბარელთან

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე და ევროპის კანოეს ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტ ვუდსი, ევროპის კანოეს ასოციაციის ტექნიკური დირექტორი ანდრეი იელეცი და საქართველოს კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ესტუმრენ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან მათ მასპონძლობა ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა გაუწია.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ოლიმპიური დისციპლინის, სლალომის განვითარების საკითხი. ჩვენს ქვეყანას 2017 ან 2019 წელს ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. საამისოდ, სტუმრებმა შეისწავლეს ბუნებრივი პირობები და ინფრასტრუქტურა.

საქართველოში სლალომი უცხო ხილი არ არის, თუმცა ბოლო შეჯიბრება კარგა ხნის წინ, 1981 წელს ჩატარდა. გადაწყდა, რომ ევროპის კანოეს ასოციაცია ქართულ მხარეს სპორტსმენების მომზადებაში, აღჭურვილობის შეძენაში, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვა პრაქტიკულ საკითხებში დაეხმარება.

გადაწყვეტილებას საქართველოში ევროპის პირველობის გამართვასთან დაკავშირებით, წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088722